თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზი გაიხსნა
თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზი გაიხსნა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, თელავის რაიონული სასამართლოს ახალ შენობაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისთვის განკუთვნილი სივრცე  მოეწყო.

შენობა დასავლური სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.

ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გახსნეს.

„თვის ბოლოს ახალ დარბაზში ნაფიც მსაჯულთა პირველი სხდომა გაიმართება, ასეთი დარბაზი ხელს შეუწყობს სასამართლო სხდომების ხარისხიანად და კომფორტულ გარემოში ჩატარებას”,- განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ.