თელავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, სკოლიდან გაათავისუფლეს
თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სკოლიდან გაათავისუფლეს.
კომიტეტის გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.
შემთხვევა 22 იანვარს, საგაკვეთილო პროცესზე მოხდა. გაკვეთილზე დაგვიანებით მისულ მოსწავლეს მასწავლებელმა კლასის დატოვება მოსთხოვა და ხელი ჰკრა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს და სკოლის დირექტორი თვითმხილველი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან დისციპლინურ კომიტეტს შესაბამისი რეაგირების წარდგინებით მიმართა.
სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა პედაგოგი მოსწავლის მიმართ ფიზიკურ დაპირისპირებაში დამნაშავედ ცნო და გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოიტანა.