თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მიღებული დაზიანებების შედეგად, მანქანაში მყოფი ერთი მგზავრი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.