თელავის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან გაისვრიან, რაც პრეზიდენტის ინაუგურაციას უკავშირდება
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან გაისვრიან.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა.
გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია“, – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
როგორც პირველ არხს კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე გასროლა ფიცის დადებისა და პატაკის შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, გასროლა მოხდება რეპეტიციის დროსაც, 14 და 15 დეკემბერს. ქვემეხები ქალაქგარეთ იქნება განთავსებული.