თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს ბოძი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბაზრის მახლობლად ფიცრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი შუქნიშნისა და ტელეფონის სადენებს გამოედო, რის გამოც მათი საყრდენი ბოძები წაიქცა. ერთ-ერთი ბოძი 55 წლის მამაკაცს დაეცა და იგი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.