თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შედეგად ავტომობილში მყოფი ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი, ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმების განცხადებით, ავარიის შედეგად დაშავებული მეოთხე ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.