„თელავი“ მთავარმა მწვრთნელმაც დატოვა #1TVSPORT
„თელავი“ მთავარმა მწვრთნელმაც დატოვა #1TVSPORT

ლიდერების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი „თელავი“ მთავარმა მწვრთნელმაც, გიორგი ჭელიძემაც დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭელიძეს დაემშვიდობა. მადლობა ჭელო!“, – ვკითხულობთ „თელავის“ ოფიციალური გვერდის გავრცელებულ ცნობაში.

„თელავი“ სეზონის დაწყებამდე ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერად ითვლებოდა. მაგრამ უკვე ყოფილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გამართულ ფეხბურთს აჩვენებდა და ყველა გუნდს ბრძოლას უმართავდა.

როგორც ჩანს, გიორგი ჭელიძის გადაწყვეტილებაზე გავლენა გუნდში მიმდინარე პროცესებმა მოახდინა – „თელავი“ ბოლო ორ კვირაში ექვსმა ლიდერმა დატოვა. ფირუზ მარაქველიძე და იმედა აშორტია აზერბაიჯანის პრემიერლიგის თოვუზისთურანში“ გადავიდნენ, გუნდის კაპიტანი ანტონ თოლორდავა კარიერას სერბულ „რადნიჩკიში“ გააგრძელებს, გიორგი ქანთარია – აზერბაიჯანულ „ქიაფაზში“, გურამ გოშთელიანი „საბურთალოში“ დაბრუნდა, ხოლო ბიძინა მახარობლიძის ახალი გუნდი ჯერ უცნობია.