კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ტურისტი დაშავდა. შემთხვევა თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ჯიპის ტიპის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ. ექიმების თქმით, მოსკოველ ტურისტებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და სავარაუდოდ მას რეანომობილით თბილისის პროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.