თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეიზღუდა
თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თელავის საგზაო სამმართველოს ინჟინერმა, თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა.
„გომბორის უღელტეხილზე ტემპერატურა -12 გრადუსია. იმის მიუხედავად, რომ ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი, გზის შავი საფარის დიდი ნაწილი მოყინულია. ისედაც ღამით კომენდანტის საათია და გადაწყდა, რომ ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდულიყო. ახლა ტექნიკა მობილიზებულია თელავი- ბაკურციხის მიმართულებით და გზის ამ მონაკვეთზეც თოვლის ყინვის გამო იყრება სილა და ტექნიკური მარილი. ასე გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში“, – განაცხადა აბდულაშვილმა.