საქართველოს ფუტსალის ლიგაში IV ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა – საქართველოს წინა პირველობის მეორეადგილოსანი „ტატიშვილი“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „თელასს“ დაუპირისპირდა. „თელასმა“ შეხვედრა მეტოქეზე უკეთ ჩაატარა და 3:1 დაამარცხა.
პირველი ნახევარი „ტატიშვილის“ უპირატესობით წარიმართა და დაწინაურდა. თუმცა „თელასმა“ მეორე ნახევარში ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე „ტატიშვილმა“ ორი ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმის გამოყენება ვერ მოახერხა.
„თელასში” გადამწყვეტი გოლი გუნდის მოთამაშე-მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა გაიტანა, რომელიც საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
საქართველოს ფუტსალის ლიგაში IV ტურის მატჩები გაიმართა: „წყალტუბომ“ „აფხაზეთს“ 2:1 მოუგო, „კოლხისა“ და „აგორას“ დაპირისპირება 4:4 დასრულდა, ხოლო „თბილისმა“ ბსუ 7:4 დაამარცხა.