„თელასი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზიის შემთხვევაში, კომპანიას შესაბამისი განცხადებით მიმართონ
მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, „თელასი“ მოუწოდებს, კომპანიას შესაბამისი განცხადებით მიმართონ.
„თელასში“ განმარტავენ, რომ განცხადებები უმოკლეს ვადებში იქნება განხილული.
„იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნიკური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება.
მომხმარებლებს შეუძლიათ, მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასის“ ვებგვერდის ონლაინ-ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს. თელასი – ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით [email protected] ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.