იერუსალიმის საკითხზე არსებული უთანხმოების პარალელურად, ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
დედაქალაქის ცენტრში შეკრებილმა 10 ათასამდე ადამიანმა ქვეყნის მთავრობა და ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციაში დაადანაშაულა.
ისრაელის მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თავად ნეთანიაჰუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.