თელ-ავივში პრემიერის საწინააღმდეგო აქცია სოციალური დისტანციის დაცვით გაიმართა
თელ-ავივში საპროტესტო აქცია სოციალური დისტანციის დაცვით გაიმართა.
აქციის მონაწილეები რაბინის მოედანზე შეიკრიბნენ. მათ დამცავი პირბადეები ეკეთათ და ორმეტრიან დისტანციას იცავდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.