თელ ავივში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც ერთ-ერთ ავტომაგისტრალთან მისვლას ცდილობდნენ
თელ ავივში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთი ავტომაგისტრალისკენ მსვლელობა დაიწყეს.
მედიის ცნობით, პოლიციელებმა მომიტინგეებს უკან დაახევინეს, არ მისცეს საშუალება, მისულიყვნენ მთავარ სატრანსპორტო არტერიამდე და დააბრუნეს აქციის თავდაპირველ შეკრების ადგილას, სადაც ათასობით ადამიანი მთავრობის ქმედებებს აპროტესტებდა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი შეთანხმების მიღწევას ითხოვენ, რომელიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
უწყვეტი საპროტესტო აქციები თელ ავივში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს.