თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ათასობით მომიტინგე ქუჩებში პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.

აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შტაბთან, რომელიც ისრაელის ომის კაბინეტის შეკრების ადგილია.

მომიტინგეები მთავრობისგან ითხოვდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მძევლების დასაბრუნებლად.

„მათ არ ვაინტერესებთ ჩვენ, არ აინტერესებთ მძევლები ღაზაში და რა ხდება იქ. ბევრი ჩვენგანი არ ეთანხმება მათ ქმედებებს“, – აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.