თელ ავივში მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
თელ ავივში მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს.

როგორც timesofisrael-ი წერს, აქციაზე ათასობით ადამიანია გამოსული.

მომიტინგეები მძევლების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

მედიის ცნობით, დემონსტრანტებს ხელში ისრაელის დროშები უჭირავთ და ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოდიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.