თელ ავივში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, მორიგ დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
თელ ავივში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, მორიგ დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, მეტი გააკეთოს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების თავისუფლებისთვის.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ მძევლების ოჯახების წევრები.
დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეთა ჯგუფსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეთა ავტომაგისტრალიდან გადაყვანა სცადეს. დემონსტრანტებმა, ასევე, ცეცხლი წაუკიდეს საბურავებს.
„ჰამასის“ ტყვეობაში კიდევ 101 მძევალია დარჩენილი, რომელთაგან ნაწილი, ისრაელის ხელისუფლების მონაცემებით, გარდაცვლილია.