თელ ავივში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მოთხოვნით მსვლელობა იმართება
თელ ავივში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მოთხოვნით დემონსტრაცია იმართება.
თელ ავივში გამოსულმა ათასობით დემონსტრანტმა მსვლელობას „ბოლო შანსის მარში“ უწოდა.
მომიტინგეები ითხოვენ, რომ დოჰაში გაგზავნილმა დელეგაციამ გააგრძელოს მოლაპარაკებები, ვიდრე შეთანხმებას არ მიაღწევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ღაზის სექტორში მყოფი 115 მძევლისთვის „დრო ამოიწურება”.
შეგახსენებთ, კატარი მიმდინარე კვირას სამიტს გამართავს, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას, რაც ასევე მძევლების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.