თელ ავივში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
თელ ავივში ისრაელელი ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ. მათი ნაწილი ომის გახანგრძლივებაში ისრაელის მთავრობასა და პირადად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიჰუს სდებს ბრალს.
უკანასკნელი ცნობებით, „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება100-მდე მძეველი.
აქცია ისრაელში იმ ფონზე გაიმართა, როდესაც კაიროში მოძრაობა „ჰამასის“ დელეგაცია შუამავლებს ხვდებოდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჯერ პროგრესი არ შეინიშნება. დავის მთავარი საგანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობაა.
გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს განიხილება საბრძოლო მოქმედებების 40 დღით შეჩერება, რა დროსაც უნდა გათავისუფლდეს „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი. პარალელურად კი, ისრაელის ციხეები პალესტინელმა პატიმრება უნდა დატოვონ.
„ჰამსის“ წერვები ითხოვენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოიცავდეს ისრაელის ძალების ღაზის სექტორიდან სრულად გაყვანას და ომის დასრულებას, რასაც ისრაელი არ თანმხდება.