თელავივში ეთნიკურმა არაბებმა ახალი კანონი გააპროტესტეს, რომლითაც ისრაელი ებრაელი ხალხის სახელმწიფოდ ცხადდება
თელავივში ეთნიკურმა არაბებმა ახალი კანონი გააპროტესტეს, რომლითაც ისრაელი ებრაელი ხალხის სახელმწიფოდ ცხადდება.
ქალაქის ცენტრში შეკრებილმა ათასობით არაბმა ებრაელებთან თანასწორუფლებიანობა მოითხოვა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელში თვიგამორკვევის უფლება მხოლოდ ებრაელებს აქვთ და ქვეყანაში არაბულ ენას ოფიციალური სტატუსი არ უნდა ჰქონდეს.
ეთნიკური არაბები ისრაელის 9 მილიონიანი მოსახლეობის 20% პროცენტს შეადგენენ. ისრაელის კანონმდებლობა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე არაბებს მთელ რიგ თანასწორ უფლებებს ანიჭებს, თუმცა არაბების ნაწილი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციული მიდგომაა და დაბალი კლასის მოქალაქეებივით ექცევიან.