თელ ავივში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ისრაელის პოლიციამ თელ ავივში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციის მონაწილეები მძევლების გათავისუფლების გეგმას და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და ცენტრალურ მაგისტრალზე ცეცხლი დაანთეს.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა.