თელ ავივში, ანტისამთავრობო აქციაზე ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნება მოითხოვეს
ისრაელში, თელ ავივში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნება მოითხოვეს.
ათასობით დემონსტრანტმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „შეთანხმების დასრულებისა“ და ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეები მთავრობას ადანაშაულებენ, რომ საკმარისს არ აკეთებს 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად.
ერთ-ერთი დემონსტრანტის განცხადებით, ისრაელის მთავრობა ცდილობს „დიქტატურის“ დამყარებას პოლიტიკით, რომელიც ვერ ასახავს თანამედროვე ისრაელის ინტერესებს.