თელ ავივსა და იერუსალიმში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა
თელ ავივსა და იერუსალიმში ათასობით ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნით.
„მათი დრო იწურება, გააფორმეთ შეთანხმება“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
თელ ავივში საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს მძევლების ოჯახების წევრებმა.
ერთ-ერთი მძევლის დედამ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მისი შვილებისა და სხვა მძევლების მსხვერპლად გაღებაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი მოკლული მძევლის დამ, მეირავ სვირსკიმ კი მთავრობას მოუწოდა, არ გაგზავნოს სამხედრო ძალები რაფაჰში, რათა თავიდან აიცილონ სხვა მძევლების სიკვდილი.
საპროტესტო აქციის დაწყებამდე მოძრაობა „ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ორი მძევალი, მათ შორის ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე. ვიდეო, სავარაუდოდ, ახალი გადაღებულია.