თელ ავივსა და იერუსალიმში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ
თელ ავივსა და იერუსალიმში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. მძევლების ოჯახის წევრები მოუწოდებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, გადადგეს, თუ შეთანხმებას ბოლომდე ვერ მიიყვანს.
დემონსტრანტებს ხელში ისრაელის დროშები და მძევლების სურათები ეჭირათ. ისინი სკანდირებდნენ, რომ სურთ, შეთანხმება მალე გაფორმდეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა გააკრიტიკეს მთავრობის პოლიტიკა, მათ შორის, ომები „ჰამასთან“ ღაზაში და მზარდი დაძაბულობა „ჰეზბოლასთან“ ლიბანში.
„მაგიდაზე დევს მძევლების გათავისუფლების შეთანხმება და ნეთანიაჰუ განზრახ ახორციელებს მიზანმიმართულ შეტევას ამის წინააღმდეგ. მან აირჩია სიტუაციის ესკალაცია, იმის ნაცვლად, რომ მიგვეღო შეთანხმება, რომელიც გადაარჩენდა სიცოცხლეს. ნეთანიაჰუ არის სასტიკი, უგულო ადამიანი, რომელმაც მიატოვა მძევლები“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა.