თელ ავივის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი - ჩვენ მზად ვართ ქართველი ბავშვების დასახმარებლად, რომ ისინი განიკურნონ ონკოლოგიური დაავადებისგან
ჩვენ მზად ვართ ქართველი ბავშვების დასახმარებლად, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ ონკოლოგიური დაავადებისგან, – ამის შესახებ თელ ავივის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელმა, ელჰასიდ უნითმა განაცხადა.
როგორც ელჰასიდ უნითმა აღნიშნა, დღეს თელ ავივის კლინიკას აქვს შესაძლებლობა, განკურნოს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების 80 პროცენტზე მეტი.
„მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით. მე მივიღე მონაწილეობა პროექტში, რომლის მიზანიც ბავშვების დახმარებაა, რათა ისინი განიკურნონ. კერძოდ, დახმარებას გავუწვეთ კიბოს საწინააღმდეგო პედიატრიულ თერაპიაში, დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განვკურნოთ დაავადებული ბავშვების 80%-ზე მეტი. ამისთვის კი საჭიროა, რომ ყველა შესაბამისი დაწესებულება გქონდეთ, რომ რაც შეიძლება სწორი დიაგნოზი დაისვას, შემდეგ კი მკურნალობის საუკეთესო მეთოდები იყოს გამოყენებული. ჩვენ მზად ვართ ქართველი ბავშვების დასახმარებლად, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ ონკოლოგიური დაავადებებისგან“, – განაცხადა ელჰასიდ უნითმა.