თელ ავივის რკინიგზის სადგურთან სროლა იყო, დაშავებულია, სულ მცირე, ათი ადამიანი
თელ ავივში სროლის შედეგად არიან დაშავებულები. შემთხვევა იაფაში, ერთ-ერთ რკინიგზის სადგურთან მოხდა.
ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. წინასწარი ცნობებით, დაშავებულია, სულ მცირე, ათი ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში, სულ მცირე, ორი პირი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთი ავტომატით იყო შეიარაღებული. თავდამსხმელების გამოსახულებები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.