თელ-ავივის მერი - ადამიანობა წინ უსწრებს კონფლიქტს და ჩვენი გულები ლიბანელ ხალხთანაა საშინელი კატასტროფის შემდეგ
თელ-ავივის მერი - ადამიანობა წინ უსწრებს კონფლიქტს და ჩვენი გულები ლიბანელ ხალხთანაა საშინელი კატასტროფის შემდეგ

ადამიანობა წინ უსწრებს კონფლიქტს, – ასე გამოეხმაურა თელ-ავივის მერი რონ ჰულდაი ლიბანის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ლიბანი და ისრაელი ტექნიკურად ისევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, ამის მიუხედავად, რონ ჰულდაის გადაწყვეტილებით, თელ-ავივის მერია ლიბანის დროში ფერებში განათდება.

„ადამიანობა წინ უსწრებს კონფლიქტს და ჩვენი გულები ლიბანელ ხალხთანაა ამ საშინელი კატასტროფის შემდეგ, რომელიც თავს დაატყდათ“, – წერს ქალაქის მერი „ტვიტერში“.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა გაერო-ს საშუალებით ლიბანს ჰუმანიტარული დახმარება უკვე შესთავაზა.

2006 წელს ისრაელსა და ლიბანის შიიტურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ შორის ერთთვიან კონფლიქტს 1 200-ზე მეტი ლიბანელი ემსხვერპლა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ისრაელის მხარეს კი, დანაკარგმა 160 შეადგინა, მათი უმეტესობა სამხედრო იყო.