თელ ავივის ცენტრში აფეთქება მოხდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი
გამთენიისას თელ ავივის ცენტრში აფეთქება მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმამ გამოიწვია.
აფეთქება რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური მოკლეს.
„პირველმა გამოძიებამ დაადგინა, რომ თელ ავივში აფეთქება საჰაერო სამიზნის ჩამოგდებამ გამოიწვია. სირენები არ გააქტიურებულა. ინციდენტი საფუძვლიანად განიხილება“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.