თელ ავივიდან გამგზავრების წინ, განგაშის სიგნალის გამო, ოლაფ შოლცის დელეგაციას თვითმფრინავის დატოვება და თავშესაფარში გადასვლა მოუწია
თელ ავივიდან გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სარაკეტო თავდასხმის განგაშის სიგნალის გამო, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის დელეგაციას გერმანიის მთავრობის თვითმფრინავის დატოვება მოუწია.
მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი მაიშინ ჩაირთო, როდესაც შოლცი დელეგაციასთან ერთად უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა და ასაფრენად ემზადებოდა. შოლცი ავტომანქანით აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე თავშესაფარში გადაიყვანეს.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შოლცმა თავად ნახა ორი რაკეტის ჩამოგდების პროცესი.
შემთხვევიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შოლცმა და დელეგაციის წევრებმა შეძლეს კაიროში გაფრენა.