„ტეხურის კასკადის“ 170-მილიონიან პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ტეხურზე ასაშენებელი „ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია სს „ტეხური ენერჯი”-ს განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.
„ტეხურის კასკადის“ დადგმული სიმძლავრე 112.39 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 653.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 170,050,000 აშშ დოლარია.
დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი, ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროში 2017 წლის 22 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ.