ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ტეხასის შტატის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „ენბისი“ ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი მოსწავლემ გახსნა, რომელსაც თანასკოლელთან შელაპარაკება მოუვიდა.
თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. ის 18 წლის ტიმოთი ჯორჯ სიმფკინსია, რომელზეც გამოცხადებულია ძებნა.