5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თეირანის მახლობლად. ეპიცენტრი ირანის დედაქალაქიდან 50 კილომეტრში იყო.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, რყევები ექვს სხვადასხვა ქალაქში იგრძნობოდა.
თეირანის მოსახლეობა მოსალოდნელი განმეორებითი ძლიერი ბიძგების შიშით ქუჩებში გამოვიდა.
გასულ თვეს ქირმანშაჰის პროვინციაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 620 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ათასობით ირანელმა კი დაზიანებები მიიღო.