თეირანში ირანელი მეცნიერის მკვლელობის გასაპროტესტებლად დემონსტრაცია გაიმართა
თეირანში ირანელი მეცნიერის მკვლელობის გასაპროტესტებლად დემონსტრაცია გაიმართა.
უნივერსიტეტის სტუდენტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და ისრაელისა და აშშ-ის დროშები დაწვეს.
ირანის ხელისუფლება ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის ხელისუფლებას ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობილი ირანელი მეცნიერი, ირანის ბირთვული პორგრამის მთავარი სპეციალისტი მოსენ ფახრიზადეს მანქანას 27 ნოემბერს თეირანის მახლობლად გაუხსნეს ცეცხლი. მეცნიერი თავდასხმისას დაშავდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.