თეირანში ბიზნესების ნაწილმა მუშაობა განაახლა
თეირანში ბიზნესების ნაწილმა მუშაობა განაახლა

ირანმა ბიზნესების ნაწილის გახსნა გადაწყვიტა, რომელთა მუშაობა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო იყო შეჩერებული.

ბიზნესების საქმიანობას აქტიურად აკონტროლებენ ჯანდაცვის ინსპექტორები.

„როიტერი“ წერს, რომ ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა სტატისტიკის კლების ტენდენცია დადასტურდა.

„ირანში „კოვიდ-19“-ით ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი უკვე ხუთი დღეა, 100-ზე ნაკლებია. 18 აპრილს ქვეყანაში კორონავირუსით 73 ადამიანი გარდაიცვალა, რაცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით სულ 5 031 ადამიანი დაიღუპა.