თეირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სტუდენტების უმრავლესობამ აშშ-ისა და ისრაელის დროშებზე არ გადაიარა [ვიდეო]
თეირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სტუდენტების უმრავლესობამ ასფალტზე დახატული აშშ-ისა და ისრაელის დროშებზე ფეხით გადავლაზე უარი თქვა. შესაბამისი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ საპროტესტო მსვლელობის მონაწილე სტუდენტები დახატულ დროშებს გვერდს უვლიან. ირანის რეჟიმის მიერ მტრებად გამოცხადებული აშშ-ისა და ისრაელის დროშები უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან არის დახატული, რათა სტუდენტებმა სასწავლო დაწესებულებაში შესვლისას უპატივცემულობის ნიშნად დროშებზე ფეხით გადაიარონ.
ანტისამთავრობო აქციები ირანში ხელისუფლების მიერ უკრაინის ავიახაზების სამგზავრო ბოინგის შემთხვევით ჩამოგდების აღიარების შემდეგ დაიწყო.