თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო მიწოდების გამო უკრაინის საგარეო უწყებაში ირანის დროებითი რწმუნებული დაიბარეს
თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო მიწოდების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
უკრაინული მედიის ცნობით, საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოთქვეს და ირანელი დიპლომატი მკაცრად გააფრთხილეს, რომ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებას ექნება დამანგრეველი და გამოუსწორებელი შედეგები ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
გასულ კვირას გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალმა“ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანმა რუსეთს მცირე რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გადასცა.