თეირანის მახლობლად აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე ათი ადამიანი
ირანის დედაქალაქ თეირანის მახლობლად აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული მონაცემებით, აფეთქება ქალაქ ნასიმშაჰრში, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. დაშავებულია სულ მცირე ათი ადამიანი. დაზიანებულია 30 შენობა და ათი მანქანა.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.