თეირანის 37-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ნომინაციაში „საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი“ ანანო მოსიძემ გაიმარჯვა
თეირანის 37-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის FADJR ფარგლებში, ნომინაციაში „საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი“ მუსიკისა და დრამის თეატრის მხატვარმა ანანო მოსიძემ გაიმარჯვა.
საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრმა აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა“ წარადგინა.
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრმა თეირანის 37-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა უკვე მეორედ მიიღო.