პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ამომრჩეველს ზესტაფონში ხვდება.
კანდიდატის თქმით, ის უარს ამბობს ორგანიზებულ შეხვედრებზე და საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამას ქუჩაში შემთხვევით შემხვედრ მოქალაქეებს აცნობს.
როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, ზესტაფონი მთავარი და საკვანძო ქალაქია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამიტომ აქ მოსახლეობას ფინანსური პრობლემები არ უნდა ჰქონდეს.
„ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ყველაფერი, რისი ყიდვაც შეიძლებოდა. მე არ ვიყიდები. ზესტაფონი არის იმ 10 ქალაქს შორის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენია და ჩემი გაპრეზიდეტების შემთხვევაში, მე ვპირდები ზესტაფონელებს, რომ ფეროშენადნობთა ქარხანა მათი იქნება” – განაცხადა შაშიაშვილმა.