თეიმურაზ კუპატაძე - ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი, საათ-ნახევრის წინ ჩამოვფრინდი აშშ-დან, საელჩოში მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს
ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.
თეიმურაზ კუპატაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ამერიკელ ხალხს და მთავრობას დამოუკიდებლობის დღე. მინდა, ქალბატონ ელჩს მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის. ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. საათ-ნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.