ტედროს ადანომ გებრეისუსი - მსოფლიოში ბოლო ორ კვირაში კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე პირველ ექვს თვეში
მსოფლიოში ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19“-ის უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე პირველ ექვს თვეში, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ახალი შემთხვევების დიდი წილი ინდოეთსა და ბრაზილიაზე მოდის, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები.
„რაც ახლა ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შესაძლებელია, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოხდეს, თუ არ დავიცავთ წესებს, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასაწყისიდან ავრცელებს. ვაქცინაცია ამ პასუხის ნაწილია“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.