ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიო „ვაქცინების აპართეიდის“ ეტაპზეა. ამის შესახებ გებრეისუსმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინების გაზიარების ნაკლებობა არის პრობლემა, შესაბამისი გამოსავალი არის უფრო მეტი ვაქცინის გაზიარება.
„ვიტყვი არა მხოლოდ იმას, რომ მსოფლიო ვაქცინების აპართეიდის რისკის წინაშეა, არამედ იმას, რომ მსოფლიო ვაქცინების აპართეიდის ეტაპზეა. როგორც იცით, მაღალი შემოსავლის ქვეყნებზე მსოფლიოს მოსახლეობის 15 პროცენტი მოდის, თუმცა მათ აქვთ მსოფლიოს ვაქცინების 45% , ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებმა, რომლებზეც მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი მოდის, მიიღეს მსოფლიოს ვაქცინების მხოლოდ 17%. ასე რომ, განსხვავება ნამდვილად უზარმაზარია“, – განცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება ბავშვებში მაშინ, როდესაც მსოფლიოში ხანადაზმული პირები და რისკ-ჯგუფები ვაქცინის გარეშე რჩებიან.