საქსტატის მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 5.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, იანვარ-თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტი იყო.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ვაჭრობაში.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი იყო.