საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის „ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“ მიზანია თბილისსა და რეგიონებში არსებული ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების აღსაზრდელთა ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და რეალიზების ხელშეწყობა, სტუდიების პედაგოგებისა და მოზარდების მოტივაციის ამაღლება მომავალი პროფესიული კადრების მოსამზადებლად. კონკურსისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი.
„2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს, სამინისტროში შემოვიდა რვა საკონკურსო განაცხადი, რომლიდანაც გაიმარჯვა სამმა პროექტმა. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი განისაზღვრა 40 000 ლარით და გამოვლინდა ერთი გამარჯვებული პროექტი. 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 25 000 ლარი და საკონკურსოდ სამინისტროში შემოსული ხუთი განცხადებიდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული პროექტი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს – კერძო სახელოვნებო სტუდიებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. კონკურსში, შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – [email protected], ელექტრონული დოკუმენტის სახით – ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2022229 ან 599 02 01 98 (სამუშაო საათები: 09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 28 მარტისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე: დაფინანსების წესი; ფორმულარები; საკონკურსო პირობები“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
კიდევ ერთი კონკურსი, „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ რამდენიმე ეტაპად გამოცხადდება წლის განმავლობაში და მისი სრული ბიუჯეტია 700 000 ლარი. პირველ ეტაპზე კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს. კონკურსის მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ახალი იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
„კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, მედიახელოვნება, კინო, ლიტერატურა/მწერლობა, სახელოვნებო არაფორმალური განათლება.
ინფორმაციისთვის: კონკურსს სამინისტრო 2021 წლიდან აცხადებს. 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 920 000 ლარი. 172 საკონკურსო ნამუშევრიდან დაფინანსდა 42 პროექტი. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 660 422 ლარი. 228 საკონკურსო ნამუშევრიდან დაფინანსდა 30 პროექტი. 2023 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი 821 554 ლარით 155 საკონკურსო ნამუშევრიდან დაფინანსდა 48 პროექტი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის დაფინანსების შესაძლებლობასაც არ ითვალისწინებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ რომელიმე სხვა ქვეპროგრამა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში; მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – [email protected], ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით; ტელ.: 032 2 022229 ან 599 25 21 88, სამუშაო საათების განმავლობაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე: დაფინანსების წესი; ფორმულარები; საკონკურსო პირობები“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე აცხადებს კონკურსს – „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“. კონკურსის მიზანია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობის აღდგენა და გაღრმავება თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმნის გზით.
„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის, სულ მცირე, ორწლიანი გამოცდილება.
კონკურსი ითვალისწინებს: თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშების აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნასა და გამოცემას; თანამედროვე აფხაზური და ოსური ლიტერატურის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის წადგენა, რომელიც, შესაძლოა, ითვალისწინებდეს თარგმანების როგორც ერთ, ისე ორივე მიმართულებას.
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს. ამ კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი 2023 წელსაც იყო 60 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროში შემოვიდა სამი განაცხადი და გამოვლინდა ორი გამარჯვებული პროექტი: „თანამედროვე ქართველი და ოსი პოეტების ერთობლივი კრებულის გამოცემა“ – ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა; „მიხა ლაკერბაიას ნოველების თარგმნა და წიგნად გამოშვება“ – ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. სამინისტროში შემოვიდა ხუთი განაცხადი და დაფინანსდა სამი პროექტი: ა(ა)იპ ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი – ქართველი (გ.ოდიშარია) და აფხაზი (დაურ ნაჭყებია) მწერლების რომანების გამოცემა; ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა – თანამედროვე ოსი მწერლის, მერი ცხოვრებოვას მოთხრობების ქართულ ენაზე გამოცემა; ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი – დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ აფხაზურად.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – [email protected], ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით სამუშაო საათების განმავლობაში; ტელ.: 032 2 022229 ან N 599 20 52 25.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 28 მარტისა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე: დაფინანსების წესი; ფორმულარები; საკონკურსო პირობები“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე აცხადებს კონკურსს – „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“. კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოში მოქმედი სამოყვარულო თეატრალური დასების პოპულარიზაციის, მდგრადი მდგომარეობისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა, სათეატრო პროცესში სამოყვარულო დასების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა.
„ინფორმაციისთვის: კონკურსი – სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ 2022 წლიდან ცხადდება. 2022 წლის საკონკურსო ბიუჯეტი იყო 70 000 ლარი, შემოსული საკონკურსო 23 განაცხადიდან დაფინანსდა სამი პროექტი; ხოლო 2023 წელს საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენდა 100 000 ლარს და შემოსული 14 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა ხუთმა პროექტმა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება წარმოადგინონ: მუნიციპალიტეტის მმართველობაში მოქმედი კულტურის სახლის თეატრალური დასი; სამოყვარულო თეატრალური დასი. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. კონკურსში უპირატესობა, შესაძლოა, მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც გამოირჩევა სტაბილური და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected], ელექტრონული დოკუმენტის სახით.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 28 მარტისა.
კონსულტაციების მიღება შეგეძლებათ სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ: 032 2022229 ან 599 143 248, სამუშაო საათებში.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: დაფინანსების წესი; ფორმულარები; საკონკურსო პირობები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე აცხადებს კონკურსს – „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“. წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტი 160 000 ლარია და მისი მიზანია კლასიკური მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების/საბალეტო დასების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საშემსრულებლო და შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; რეგიონებში კულტურული პროცესების წახალისება.
„ინფორმაციისთვის: აღნიშნულ კონკურსს სამინისტრო 2021 წლიდან აცხადებს; 2021 წელს საკონკურსო ბიუჯეტი გახლდათ 275 000 ლარი, შემოსული 20 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა რვა პროექტი. 2022 წელს საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენდა 220 000 ლარს და შემოსული 20 განაცხადიდან გაიმარჯვა ცხრა პროექტმა. 2023 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი 160 000 ლარით დაფინანსდა შვიდი პროექტი 16 შემოსული განაცხადიდან.
საკონკურსოდ მიიღება პროექტები, რომლებიც კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებასა და საბალეტო წარმოდგენების გამართვას უწყობს ხელს სხვადასხვა საჭირო ხარჯით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსში, შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს პროექტს: რომლის წარმომდგენ პირს აქვს ფილარმონიული საქმიანობის ან კლასიკური მუსიკისა და საბალეტო პროექტების განხორციელების გამოცდილება; რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამითა და მონაწილეებით; რომელსაც აქვს თანადაფინანსება.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – [email protected], ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეგეძლებათ სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ტელ.: 032 2 022229 ან 599 79 10 18, სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 28 მარტისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე: დაფინანსების წესი; ფორმულარები; საკონკურსო პირობები“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.