იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შეწყალების თემაზე არსებობს ბევრი შეკითხვა. მისი განცხადებით, პრეზიდენტია ის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს შეწყალების საკითხს და სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.
„როგორიც არ უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მოქალაქეობაზე, პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. როგორიც არ უნდა იყოს ეკა ბესელიას ან სხვა დეპუტატის შუამდგომლობა, პრეზიდენტი არის ის ერთადერთი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ის ერთადერთი, ვინც პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე, მათ შორის მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
შეწყალებაზე მე ბევრი ვისაუბრე. მაქვს კითხვის ნიშნები, როგორ მოხდა შეწყალების წესში პრეზიდენტის მიერ, მისივე აქტში ცვლილებების შეტანა იმისთვის, რომ კორუფციასთან შემხებლობაში მყოფი პატიმრები უფრო ადვილად იქნენ მის მიერ შეწყალებულნი. მან ეს წესი გაიმარტივა და რატომ, ამაზე არის კითხვა და პასუხი მაინტერესებს“, – განაცხადა წულუკიანმა.