თეა წულუკიანმა ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებთან ერთად ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა.
წულუკიანმა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ნოემბრიდან შეგვეძლება ბატონ ავთოსთან ერთად ამ მუნიციპალიტეტში აღვადგინოთ ასკანის ციხე, რომელიც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ასევე დავიწყოთ აღდგენა კულტურული მემკვიდრეობისა. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება, მათ შორის სპორტული მოედნების აღდგენა, იმ მერის პირობებში, რომელთანაც ჩვენ ჯერ კიდევ თბილისში გვაკავშირებდა დიდი თანამშრომლობა და ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.