თეა წულუკიანმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა
თეა წულუკიანმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

ბორჯომში უმრავლესობის დეპუტატებისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიზნებსა და ხედვებზე, კერძოდ, სად იქნება სისტემა და განვითარების რა ნიშნულზე იქნება მაჩვენებელი 10 წლის შემდეგ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით. მათ შორის თეატრების, მუზეუმების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტის, ფედერაციების, მასობრივი სპორტისა თუ ახალგაზრდობის კუთხით.

„ვფიქრობ, ასეთი გასვლები მნიშვნელოვანია, რადგან დეპუტატებს, როგორც ზედამხედველ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ეძლევათ საშუალება დეტალურად იცოდნენ რას საქმიანობს მთავრობა და თითოეულ მინისტრს დაუსვან ის შეკითხვები, რაც მათ აინტერესებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბორჯომში მიმდინარე შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმები განიხილება.