იუსტიციის სახლებში პირბადის გარეშე შესვლა აკრძალული იქნება, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები
იუსტიციის სახლების შენობაში მოქალაქეები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, თუმცა ახალი პრინციპით იმუშავებს.
„გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე. ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დარჩება დროებით დაკეტილი“, – განაცხადა მინისტრმა.