თეა წულუკიანი - ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დესტრუქციულმა ძალებმა გამზადებული სცენარის ჩართვა სცადეს, მაგრამ ამას აღსრულება არ უწერია
თეა წულუკიანი - ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დესტრუქციულმა ძალებმა გამზადებული სცენარის ჩართვა სცადეს, მაგრამ ამას აღსრულება არ უწერია

ჩვენ ვართ საარჩევნო დღის პრაქტიკულად თითქმის ბოლოს და ვხედავთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რადიკალურმა და დესტრუქციულმა ძალებმა უკვე განახორციელეს მცდელობები, რომ ჩართონ ის სცენარი, რომელიც აქვთ გამზადებული, მაგრამ ამ სცენარს აღსრულება, არ უწერია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ფეიკ-ტელევიზიებით, ვითომ ტელევიზიებით და ჟურნალიზმით, ფეიკ-პარტიები და ფეიკ-კვლევები, ეს ის ხალხია, ვინც შეგახსენებთ, რომ ის დიდი უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს 2008 წლის აგვისტოს ომის სახით, იზეიმეს მაშინ. ეს ის ხალხია, ვინც საკუთარ მარცხს ყოველთვის გამარჯვებად ასაღებს, და დღეს საღამოსაც აქვთ ასეთი უბადრუკი მცდელობა, რომ თავიანთ ამომრჩეველში გააჩინონ ე.წ მუხტი, ჩართონ ის სცენარი, რომლის ჩართვის პროცესში, როგორც ჩანს, სირთულეებს აწყდებიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მომხრეების ძალიან დიდი ოდენობა მივიდა დღეს საარჩევნო ურნასთან.

„მინდა, შევუერთდე იმ მადლობების სერიას, რომელიც ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლებმა დღეს ამ ტრიბუნასთან თქვეს და მადლობა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს „ქართული ოცნებისა“, რომელმაც თავისი არჩევანი გააკეთა და რა მომენტშიც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ არჩევანს კვლავ აკეთებს. სწორედ იმისთვის, რომ ზემოხსენებული რადიკალური ძალები არ შეეცადონ, რომ ვერაფერს იზამენ ეს ერთია, მაგრამ რომ არც კი შეეცადონ და ქვეყანას არ დაუპირისპირონ და მის მომავალს, არეულობის მცდელობები. მე ასევე მინდა მივმართო ჩვენი გუნდის სახელით საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ყველა საელჩოს და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია რომ ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს. მაშინ როდესაც კანდიდატები, რომელთაგან ზოგიერთი არის ასევე თავისი არჩევნების დამკვირვებელი, დაიარებიან საარჩევნო უბნებზე იარაღით და ცდილობენ ამით არაპირდაპირ დააშინონ ამომრჩეველი. ეს არის მიუღებელი და ყველამ ერთად უნდა დავგმოთ. ამიტომაც კიდევ ერთხელ ამ ფაქტებზე ყურადღებას მივაპყრობთ ნამდვილი, ანუ საერთაშორისო დამკვირვებლების, ადგილობრივი ნამდვილი, რეალური დამკვირვებლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა რაც შეეხება სახელმწიფოს რეაგირებას და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია მუშაობას არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი მინდა გითხრათ, რომ არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე ტიპის დესტრუქციული მცდელობა იყოს რაიმე ტიპის შედეგის მომტანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველა უბანზე „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს.

„სულ რამდენიმე წუთი დარჩა უბნების დახურვამდე, საათი და გარკვეული წუთები და ამის შემდეგ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ ერთმანეთს მივულოცოთ სტაბილური საქართველო მშვიდობა და შესაძლებლობა იმისა, რაც ყველას სურს. ეს არის მშვიდობიან პირობებში ქვეყნის განვითარება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამას უზრუნველყოფს. ფეიკ გამარჯვებას ზეიმობდა ძალის, რომელიც დღეს 10:00 საათზე ზეიმობდა ავღანეთში „ნაციონალური მოძრაობის“ ფეიკ გამარჯვებას, თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა დილის 10:00 საათზე უკვე კენჭისყრაც დაასრულეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაამარჯვებინეს მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ავღანეთში ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. არ სურს ჩვენს საზოგადოებას, ამომრჩევლების დიდ უმრავლესობას, რომ ეს ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ქვეყანა დააყენონ ისევ რეგრესისა და ბოროტების გზაზე. მე ამას ვუკავშირებ ჩემს გუნდთან ერთად ამ დიდ აქტივობას, რისთვისაც ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან რაც მოგვდის ჩვენ პარტიული დანაყოფებიდან ინფორმაცია „ქართული ოცნება“ მშვიდად, წყნარად ამ არჩევნებს იგებს, ბოროტი ძალები კი ცდილობენ, რომ იარაღით ირბინონ და ხალხი შეაშინონ და 20:00 საათზე შეიკრიბონ, რომ როგორც ადრე უზეიმიათ რაღაცა ტიპის ფეიკ გამარჯვება იზეიმონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.