თეა წულუკიანი - ვისურვებდი, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულია
ვისურვებდი, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულია, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას.
თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი იქნება შედეგზე ორიენტირებული.
„ვისურვებდი და კარგი იქნებოდა, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურად კონსტრუქციული. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეაჩერა კაშხლის მშენებლობა, რაც მორატორიუმის ფორმით გამოიხატა. ასევე არის მოწვეული არაერთი უცხოელი ექსპერტი, რომელიც იტყვის, რა არის ოპტიმალური გამოსავალი იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ თემაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი იყოს უპირველესი და ასევე, ტექნოლოგიური გადაწყვეტა როგორი სჯობს. ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელონ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ღია მყარი და კონსტრუქციული მიდგომაც, ეკონომიკის სამინისტროს მიდგომა სახეზეა. იმედი მაქვს, ამას ყველა დაინახავს და დიალოგი იქნება შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული. მთავრობის მხრიდან მე ვხედავ სრულ მზაობას და კონსტრუქციულ მიდგომას ამ რთული საკითხისადმი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.